მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის ნაკრები ალჟირს დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა, სადაც სამივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ამ მატჩზე ისაუბრა და მესის შესაძლებობებით აღფრთოვანდა.
"ის 38 წლისაა, ღმერთო ჩემო! 38 წლის ასაკში კარიერა 4 წლის დასრულებული მქონდა და უკვე 120 კილოგრამს ვიწონიდი.
ფეხბურთის ღმერთებისთვის ეს არის სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ის საუკეთესოა. თუ ვინმე იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას, ეს მხოლოდ მესია", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ მესი და არგენტინა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.












