ევროტურნირებზე წარმატებული ასპარზობის ფონზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერიას ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა.
როგორც ბელგიური პრესა იტყობინება, იბერიას 21 წლის ნახევარმცველის ნიკოლოზ დადიანის შეძენით შარლერუა ინტერესდება.
საწყის ეტაპზე, შარლერუა დადიანის სანაცვლოდ 300 ათას ევროან შეთავაზებას აკეთებს, ამას დამატებული მომავალი ტრანსფერიდან 10%, თუმცა ვარაუდობენ, რომ დადიანი 500-600 ევროდ უნდა გაიყიდოს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოს სხვა ბელგიური კლუბებიც ინტერესდებიან. დადიანი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია.
იბერიასთან ერთად ის ევროტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა გასული. რაც შეეხება შარლერუას, ამ გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-9 პოზიციაზე დასრულა.












