სომხეთთან ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ, უეფას ერთა ლიგაზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ახლა ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს. ჩვენი გუნდი E ჯგუფშია, სადაც ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთიც არიან წარმოდგენილი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი ცნობილია:
საქართველო vs თურქეთი, 4 სექტემბერი
საქართველო vs ბულგარეთი, 7 სექტემბერი
ესპანეთი vs საქართველო, 11 ოქტომბერი
თურქეთი vs საქართველო, 14 ოქტომბერი
საქართველო vs ესპანეთი, 15 ნოემბერი
ბულგარეთი vs საქართველო, 18 ნოემბერი
ფოტო: Nakrebi.ge