2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო! მაყურებელმა პირველ სათამაშო დღეს მექსიკა-სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს დარჩა.
მექსიკამ 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ აფრიკამ საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა და A ჯგუფში აშკარა აუტსაიდერად იქცა.
მექსიკა 2-0 სამხრეთ აფრიკა
გოლები: 1-0 ხულიან კინიონესი 9', 2-0 რაულ ხიმენესი 67'.











