დადასტურებულად — მატეო გაბია 2026 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. იტალიელმა მცველმა მძიმე ტრავმა სასუოლოსთან მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანება გამოავლინა, რომელიც მყესსაც ნაწილობრივ მოიცავს.
იტალიელი მცველი რეაბილიტაციის კურსს უახლოეს დღეებში შეუდგება და ვარჯიშის განახლებას 2027 წელს შეძლებს.











