დადასტურებულად — ალექსის სალმაკერსის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ბელგიელ ფეხბურთელს უახლოეს საათებში კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 27 წლის ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.

პირველადი ინფორმაციით, სალმაკერსი მიმდინარე წელს მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს. როგორც იტალიური პრესა წერს, ბელგიელი ვინგერი რამდენიმე თვეს იუქმებს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.











