იუვენტუსში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. როგორც ცნობილი ხდება, მანუელ ლოკატელის დაზიანება იმაზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

28 წლის ფეხბურთელს მენისკის ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება. პირველადი ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს, ვარჯიშს კი 2027 წლის დასაწყისში განაახლებს.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ ხეფრენ ტურამსა და ქენან ილდიზსაც. ფრანგი ფეხბურთელი, ლოკატელის მსგავსად, 2027 წელს დაუბრუნდება მოედანს, ხოლო თურქი ვინგერი 2-დან 3 თვემდე იუქმებს.












