შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ხორვატიაში გამართული კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ მოეწერა. ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის აპრილში უმასპინძლებს.
ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წელს ქართველებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ასევე გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ.











