ჩემპიონთა ლიგის 2025/26 სეზონის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში არსენალმა ატლეტიკო 1-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში ფრედ, 1-1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი ერთადერთი გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა და არსენალი 20 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
არსენალი 1-0 (2-1) ატლეტიკო
გოლი: ბუკაიო საკა (44')
ფინალში მეთოფეების მეტოქე ხვალ, მიუნხენში გაირკვევა, სადაც ბაიერნი მოქმედ ჩემპიონს, პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზელებმა 5-4 მოიგეს და ალიანს არენაზე მცირე უპირატესობით ჩადიან.








