ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა. გერმანელები A ჯგუფში, შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად არიან და გახსნით მატჩსაც ისინი ითამაშებენ.
უკვე ცნობილია, რომ გერმანიის ნაკრებში ევრო 2024-ზე გამოცდილი მცველი მატს ჰუმელსი და ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა არ ითამაშებენ.
ასევე ცნობილია 9 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ნაგელსმანი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს, დანარჩენების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გერმანიის ნაკრებში გამოძახებულები არიან - მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მცველები: რობინ კოხი (აინტრახტი) და ალექსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი), ნახევარმცველები: კრის ფურიხი (შტუტგარტი) და კაი ჰავერცი (არსენალი), ასევე, ფორვარდი: ნიკლას ფულკრუგი (დორტმუნდის ბორუსია) და შტუტგარტის ფორვარდი დენის უნდავი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ განაცხადში მოხვდნენ ბაიერის მცველი ჯონათან ტა და დორტმუნდის ფეხბურთელი ნიკო შლოტერბეკი.