14 წლის ანდრია ქურდიანი Dubai Basketball-ის ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა. ანდრია გუნდის პირველი 14 წლის უცხოელი ლეგიონერი გახდა. ქართველი სინჯებზე იმყოფებოდა, რის შემდეგადაც Dubai Basketball-მა გამოთქვა სურვილი, ანდრია კლუბში დაეტოვებინა და განვითარების პროგრამაში ჩაერთო. ქურდიანს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაც სწავლისა და სპორტული განვითარების სრულ დაფინანსებას მოიცავს. Dubai Basketball-ის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება და ამერიკული კოლეჯების სისტემისთვის მომზადებაა.
14 წლის ანდრია ქურდიანი Dubai Basketball-ის ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა












