კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბარსელონამ სტუმრად ვალენსია 5:0 გაანადგურა. მასპინძლების კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა ფერან ტორესმა, ასევე თითო ბურთი ლამინ იამალმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. გიორგი მამარდაშვილს არ მიუღია მონაწილეობა ამ მატჩში, მისი ადგილი სტოლე დიმიტრიევსკიმ დაიკავა.
"ღამურების" დამარცხებით, "ბლაუგრანა" კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 11 დღის შუალედში აღნიშნული გუნდები ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ. პრიმერა დივიზონში გამართულ მატჩში კატალონიელებმა "ლოს ჩესი" 7:1 გაანადგურეს.