ბრიტანულმა ჟურნალმა, Fourfourtwo-მ დაასახელა 12 საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი, რომელსაც კონტინენტის პირველობაზე არასდროს უთამაშია. სიაში ფიგურურებს გიორგი ქინქლაძეც, რომელიც აღნიშნულმა გამოცემამ მე-11 პოზიციაზე გაიყვანა. რეიტინგში ასევე შევიდნენ ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან ჯორჯ ბესტი, ეუსებიო და სილვა ფერეირა და პაოლო როსი.
პირველ ადგილს იკავებს ალფრედო დი სტეფანო, რომელსაც თავისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია. ქართველი გამთამაშებლის შესახებ კი გამოცემა წერს:
"ქინქლაძე რომ დაბადებულიყო რამდენიმე წლით ადრე, ის ითამაშებდა დსთ-ს ეროვნულ გუნდში, რომელიც ევრო 92-ზე მოხვდა.
გიორგის სანაკრებო დებიუტი 1992 წლამდე არ შედგა, საქართველომ კი პირველი საგზური 2024 წელს მოიპოვა", - წერს ინგლისური ჟურნალი.
აქვე დავამატებთ, ქართველი გამთამაშებელი "ჯვაროსნებში" თამაშობდა 1992-2005 წლებში, მის ანგარიშზე 54 მატჩში 8 გოლია.
ბრიტანული გამოცემის სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი)
2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)
3. ეუსებიო და სილვა ფერეირა (პორტუგალია)
4. ჯონ ჩარლზი (უელსი)
5. პაოლო როსი (იტალია)
6. კენი დალგლიში (შოტლანდია)
7. ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)
8. დავიდ ჟინოლა (საფრანგეთი)
9. ჯონი ჯილსი (ირლანდია)
10. იარი ლიტმანენი (ფინეთი)
11. გიორგი ქინქლაძე (საქართველო)
12. მეტ ლე ტისიე (ინგლისი)