12 მედალი მოიპოვა საქართველოს უსინათლო პარაძალოსანთა ნაკრებმა ალმატის მსოფლიოს თასზე. ყაზახეთის გამართულ შეჯიბრებაზე მირიან ოგნაძემ (+125 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში 214 კგ. დაძლია, თავისივე მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ჩაჯდომში, ქართველმა 281 კგ. დაძლია და ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. გიორგი მაისურაძე (+125 კგ.) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორი გახდა. ზაზა მარტიაშვილი (125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლებს დაეუფლა. თეონა ბექაურმა (67,5 კგ.) წოლჭიმში ბრინჯაოს, ხოლო სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი გიგაური (57 კგ.) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. გიორგი ბასილაშვილმა (75 კგ) სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლევან მელანაშვილი (82,5 კგ.) კი სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ალმატის მსოფლიო თასზე მამაკაცებს შორის გუნდურ გამოსვლაში საქართელოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.








