დასრულდა ევროპა და კონფერენს ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი, 4 გუნდი ფინალში გავიდა და ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ევროპა ლიგაზე ასტონ ვილამ ნოტინგემს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და მეტოქე ორი მატჩი ჯამში 4-1 დაამარცხა. ფრაიბურგმა კი ბრაგასთან პირველი წაგებული მატჩის შემდეგ (1-2) სახლში 3-1 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
კონფერენს ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში კრისტალ პალასმა საკუთარ კედლებში შახტარი მიიღო, 2-1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში ფინალში გავიდა, ხოლო რაიო ვალეკანომ ორივე დაპირისპირებაში ერთნაირი ანგარიშით, 1-0 აჯობა სტრასბურგს.
ევროპა ლიგის ფინალი 20 მაისს სტამბულში გაიმართება, ხოლო კონფერენს ლიგის გამარჯვებული 27 მაისს ლაიპციგში გამოვლინდება.








