ალან შირერმა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საკუთარი თავი ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა მე-10 პოზიციაზე დააყენა. რაც შეეხება საუკეთესოს, მისთვის ასეთი არის უეინ რუნი, თავისი შედეგიანობის, უნივერსალურობისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული თავდამსხმელის შემდეგ, ნიუკასლის საკულტო ბომბარდირმა პოლ სქოულზი და სტივენ ჯერარდი დააყენა. "კაჭკაჭთა" ყოფილი მე-9 ნომრის სიაში არის ერთადერთი მოქმედი მოთამაშე, ჰარი კეინი, რომელიც მან მე-7 პოზიციაზე გაამწესა.
1. უეინ რუნი
2. პოლ სქოულზი
3. სტივენ ჯერარდი
4. ფრენკ ლამპარდი
5. დევიდ ბექჰემი
6. ჯონ ტერი
7. ჰარი კეინი
8. მაიკლ ოუენი
9. ეშლი კოული
10. ალან შირერი