ბრიტანულმა FourFourTwo-მ საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც 40 წელს ზემოთ ითამაშეს. გასაკვირი არ არის, რომ პირველ ადგილზე არის მილანის ლეგენდარული კაპიტანი, პაოლო მალდინი. მეორე პოზიციაზე მანჩესტერ იუნაიტედის ექს-ვინგერი, რაიან გიგსია, სამეულს კი ფრანჩესკო ტოტი ხურავს.
შემდეგ მოდის ხავიერ ძანეტი, ათეულში ასევე მოხვდნენ ჯანლუიჯი ბუფონი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. აღსანიშნავია, რომ 10 საუკეთესოს შორის ადგილი არ მოიძებნა დინო ძოფისთვის, რივალდო ბორბა ფერეირასა და ედვინ ვან დერ სარისთვის.
ბრიტანული გამოცემის ტოპ 10 კი ასე გამოიყურება:
1. პაოლო მალდინი
2. რაიან გიგსი
3. ფრანჩესკო ტოტი
4. ხავიერ ძანეტი
5. რომარიო ფარია
6. როჟე მილა
7. ჯანლუიჯი ბუფონი
8. სტენლი მეთიუზი
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
10. ტედი შერინგემი