FourFourTwo-მ დაასახელა საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ითამაშეს. პირველ ადგილს იკავებს ლეგენდარული ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, რომელმაც ძველ კონტინენტზე ითამაშა პსვ ეინდჰოვენის, ბარსელონას, მილანის ინტერის, მადრიდის რეალისა და მილანის შემადგენლობაში.
მეორე ადგილზეა პარის სენ-ჟერმენის, ბარსელონასა და მილანის ყოფილი შემტევი, რონალდინიო გაუჩო. სამეულს ხურავს კატალონიური კლუბისა და "როსონერის" კიდევ ერთი ყოფილი ფორვარდი, რივალდო ბორბა ფერეირა. ბრიტანული გამოცემის შერჩეული 10-ეული გამოიყურება ასე:
1. რონალდო ნაზარიო.
2. რონალდინიო გაუჩო
3. რივალდო ბორბა ფერეირა
4. რიკარდო კაკა
5. დანი ალვეში
6. მარსელო ვიეირა
7. რობერტო კარლოსი
8. მარკოს კაფუ
9. ნეიმარ ჟუნიორი
10. რომარიო ფარია დე სოუზა