წარმოგიდგენთ 10 ქართველ ფეხბურთელს, რომელშიც ჯამურად ყველაზე დიდი თანხა არის გადახდილი. პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერის შემდეგ, პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის სანაცვლოდ სხვადასხვა დროს €91.14 მილიონი არის გადახდილი. მე-2 ადგილზე არის გიორგი მიქაუტაძე, რომლის სანაცვლოდ ამსტერდამის აიაქსმა და ლიონმა €47.5 მილიონი გადაიხადეს.
სამეულს ხურავს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ვარსკვლავი - გიორგი მამარდაშვილი. ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ, ახალგაზრდა მეკარეში ჯამში €34.05 მილიონია გადახდილი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ტოპ 10:
1. ხვიჩა კვარაცხელია - €91.14 მილიონი | (დინამო თბილისი - რუსთავი; 180 ათასი, რუსთავი - ლოკომოტივი; 100 ათასი, რუსთავი - რუბინი; 600 ათასი, რუბინი - დინამო ბათუმი; 6 მილიონი, დინამო ბათუმი - ნაპოლი; 13 მილიონი; ნაპოლი - პსჟ, 70 მილიონი)
2. გიორგი მიქაუტაძე - €47.5 მილიონი | (მეცი - აიაქსი; 16 მილიონი, აიაქსი - მეცი; 13 მილიონი, მეცი - ლიონი; 18.5 მილიონი)
3. გიორგი მამარდაშვილი - €34.05 მილიონი | (დინამო თბილისი - ვალენსია; 4.05 მილიონი, ვალენსია - ლივერპული; 30 მილიონი)
4. გიორგი ქინქლაძე - €17.30 მილიონი | (დინამო თბილისი - სიტი; 4 მილიონი, სიტი - აიაქსი; 8 მილიონი, აიაქსი - დერბი; 5 მილიონი, ანორთოსისი - რუბინი; 300 ათასი)
5. კახა კალაძე - €16.28 მილიონი | (დინამო თბილისი - დინამო კიევი; 280 ათასი, დინამო კიევი - მილანი; 16 მილიონი)
6. გიორგი დემეტრაძე - €14.60 მილიონი | (დინამო თბილისი - ფეიენოორდი; 1 მილიონი, ფეიენოორდი - ალანია; 1.2 მილიონი, ალანია - დინამო კიევი; 3.2 მილიონი, დინამო კიევი - სოსიედადი; 5.4 მილიონი, მეტალურგი - ალანია; 2.5 მილიონი, ალანია - მაკაბი; 500 ათასი, მაკაბი - მეტალურგი; 800 ათასი)
7. ზურიკო დავითაშვილი - €7.25 მილიონი | (დინამო ბათუმი - ბორდო; 1.25 მილიონი, ბორდო - სენტ-ეტიენი; 6 მილიონი)
8. შოთა არველაძე - €6.10 მილიონი | (ტრაბზონსპორი - აიაქსი; 1.6 მილიონი, აიაქსი - რეინჯერსი; 4.5 მილიონი)
9. გიორგი ქვილითაია - €4.3 მილიონი | (დინამო თბილისი - რაპიდი; 700 ათასი, რაპიდი - გენტი; 3 მილიონი, გენტი - აპოელი; 600 ათასი)
10. ალექსანდრე ამისულაშვილი - €4.05 მილიონი | (დინამო თბილისი - დინამო კიევი; 650 ათასი, დინამო კიევი - ნალჩიკი; 400 ათასი, ქაისერისპორი - კრასნოდარი; 3 მილიონი)