FBref.com-მა დაითვალა, 21-ე საუკუნეში რომელ მეკარეს აქვს ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ევროპის ტოპ 5 ლიგაში. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველ პოზიციაზე არის ლივერპულის ექს-გოლკიპერი, პეპე რეინა, 247 უგოლო მატჩით. ჯამში მან ჩაატარა 644 თამაში, აქედან 38.4% მშრალად შეინახა.
ესპანელი მეკარის შემდეგ მოდიან ჯანლუიჯი ბუფონი (232 შეხვედრა) და პეტრ ჩეხი/მანუელ ნოიერი (230 შეხვედრა). აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი გამორჩეული გოლკიპერები, როგორებიც არიან: იკერ კასილასი, ედვინ ვან დერ სარი, ალისონ ბეკერი, ედერსონ მორაესი და კიდევ ბევრი სხვა.
1. პეპე რეინა - 247
2. ჯანლუიჯი ბუფონი - 232
3. პეტრ ჩეხი - 230
4. მანუელ ნოიერი - 230
5. უგო ლორისი - 203
6. სამირ ჰანდანოვიჩი - 200
7. ვიქტორ ვალდესი - 189
8. ტიბო კურტუა - 182
9. სტივ მანდანდა - 177
10. იან ობლაკი - 169