მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 10-გოლიან თრილერში ანგარიშით 6:4 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 1-ელი ნახევრის ბოლოსთვის "მამლები" ნადგურდებოდნენ 0:4-ს, მაგრამ მე-2 ტაიმში ქამბექამდე მათ ცოტა დააკლდათ.
66-ე წუთისთვის "ლურჯებმა" ჩამორჩენა შეამცირეს ერთ გოლამდე, თუმცა შემდეგ, ბრიტანელებმა კვლავ გაიტანეს. ეს იყო დიდიე დეშამის ბოლო შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამრიგებლის რანგში და ამიერიდან მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. აუცილებლად სახსენებელია კილიან მბაპეს მიღწევაც.
ფრანგ თავდამსხმელს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუგროვდა 10 გოლი და მას ლიონელ მესისთან 2-ბურთიანი უპირატესობა აქვს. ამის გარდა, მადრიდის რეალის ფორვარდმა არგენტინელ ფლეიმეიქერს გადაასწრო მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა რბოლაშიც, 22:21. ვნახოთ, რით უპასუხებს ინტერ მაიამის კაპიტანი "მამლების" მე-10 ნომერს.
საფრანგეთი 4:6 ინგლისი
გოლები: 0:1 დეკლან რაისი 3', 0:2 ეზრი კონსა 18', 0:3, 0:4, 3:5 ბუკაიო საკა 37', 45+1', 87', 1:4, 3:4 კილიან მბაპე 48', 66', 2:4 ბრედლი ბარკოლა 54', 4:5 უსმან დემბელე 90+6', 4:6 ჯუდ ბელინგემი 90+8 .















