ყველაზე გამორჩეული პერფორმანსი ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა, რომლის სტ.ეტიენიც ოსერს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. დავითაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლიგა 1-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მორიგი მშრალი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს. ქართველი მეკარის ვალენსიამ ლეგანესთან უგოლო ფრე ითამაშა. მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია და ერთი სეივი მიითვალა.
ირანის ჩემპიონატში პერსეპოლისი ჩადორმალუს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. მატჩის გმირი მასპინძელთა ქართველი მცველი გიორგი გველესიანი იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა.

უკრაინის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი შახტარი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა - მათ ჩერქასი 5:1 გაანადგურეს. სტუმართა მხირდან ერთადერთი გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიასა და ზივზივაძეს შედეგიანი მოქმედებები არ ჰქონიათ, კარგი მატჩები ჩაატარეს და მოედანზე ბევრი სამუშაო გასწიეს. კვარას ნაპოლიმ კომო 3:1 დაამარცხა, ზივზივაძის კარლსრუემ კი დარმშტადტთან 3:3 ითამაშა.
წარამტებული მატჩები ჰქონდათ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ნაკრებში არ არიან გამოძახებული. უნგრეთის ჩემპიონატში ბუდაპეშტის მცველმა ილია ბერიაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, დუბლი კი არისის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეასრულა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი













