საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ფარერების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეიბუნ კლასტეინმა გააკეთა.
"ჩვენთვის ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთან თამაში კარგი გამოწვევაა. განვითარების ეტაპზე ვართ და ეს მატჩი ამის გამოსაყენებლად იდეალურია.
ვიცით, რამ მიაღწია ბოლო პერიოდში საქართველომ და მათ წინააღმდეგ თამაში მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრებს კარგი მოთამაშეები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. ვიცით, რომ ისინი ოპტიმალური შემადგენლობით არ იქნებიან, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებიც მაღალ დონეზე არიან.
ვინაიდან ხვალ ამხანაგური მატჩია, შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. მთავარია, კარგი თამაში გამოვიდეს", - განაცხადა ფარერების მწვრთნელმა.











