"ვიცი, რომ ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ისიც ვიცი, რომ ჩვენი მატჩის ბილეთები მალევე გაიყიდა, ამიტომ საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შორის კარგი მატჩი შედგა და ხვალაც იმავეს უნდა ველოდოთ. ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.
ერთა ლიგისთვის სერიოზულად ვემზადებით. ფეხბურთელები ამ ტურნირს მაქსიმალური ყურადღებით და კონცეტრაციით უდგებიან, მაღალი მიზნები გვაქვს", - განაცხადა ჰაჩეკმა.













