ვან დერ ვაარტი: "მიქაუტაძის გოლი შემთხვევითობა იყო და ის აიაქსის შესაფერისი თავდამსხმელი არ არის. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ნიდერლანდებში თამაში ისე, როგორც საქართველოს ეროვნულ გუნდსა და მეცში", - განაცხადა ამსტერდამელთა ყოფილმა კაპიტანმა.
ჰოიდონკი: "მიქაუტაძემ მეცში გატარებულ ექვს თვეში 14 გოლი გაიტანა, აიაქსში კი მას თავდამსხმელის პოზიციაზე არ ათამაშებდნენ. ის არ არის ისეთი ცუდი მოთამაშე, როგორადაც აქ წარმოაჩენენ. ასეთი მაღალი დონის მატჩში ის არ დაკარგულა და მის ანგარიშზე გოლიც არის. ეს ბრწყინვალე მიღწევაა", - განაცხადა ფეიენოორდის ყოფილმა კაპიტანმა.













