ამ გამარჯვებით უნგრეთმა 3 ქულა მოაგროვა, გადავიდა მე-3 ადგილზე და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
რაც შეეხება შოტლანდიას, სტივ კლარკის შეგირდები 1 ქულით ბოლო ადგილზე გადადიან და ევროპის ჩემპიონატს ემშვიდობებიან.
მატჩის ბოლოს მოხდა უსიამოვნო ინციდენტი - ბარნაბას ვარგა შეეჯახა ანგუს განს, რის შემდეგაც უნგრელი თავდამსხმელი გაითიშა და მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით გახდა საჭირო.













