ოფიციალურად: უკრაინის ნაკრები საქართველოს კოშიცეში (სლოვაკეთი) უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
ერთა ლიგის, B2 ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა, კოშიცეს საფეხბურთო არენაზე (Košická futbalová aréna) გაიმართება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.











