"თურქეთის ნაკრები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი არის. დიახ, გამოცდილება არ გვიმაგრებდა ზურგს, თუმცა ჩვენ სხვა ძლიერი მხარეებიც გვქონდა. შევძელით ნეიტრალურად განწყობილი ქომაგების გულების მოგება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენი თამაშისგან გულგრილი არავინ დარჩენილა.
ძალიან ახლოს ვიყავით ნახევარფინალში გასვლასთან, თუმცა სამწუხაროდ, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ. ამის მიუხედავად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთი ევროპის 5 საუკეთესო ეროვნულ გუნდს შორის არის", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.













