"წიტაიშვილი ორმაგი მოტივაციით ითამაშებს. ნაწყენია თუ არა ის? ჩემი აზრით, მას ჰქონდა უკრაინის ნაკრებში გამოძახების მოლოდინი, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს არ მოხდა, გიორგიმ საქართველო აირჩია. ის დაიხარჯება 100%-ით, ეცდება სახიფათო მომენტის შექმნას და გოლის გატანას", - განაცხადა ყოფილმა უკრაინელმა უკანახაზელმა.
ქართველ გარემარბს "ლურჯ-ყვითლების" ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2019 წელს, მან 20-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. 2021 წლიდან გრანადას ვინგერი თამაშობს "ჯვაროსნებში" და მის ანგარიშზე 19 მატჩში 1 გატანილი ბურთია.













