ამის გარდა, "თეთრ-წითლებისა" და პორტუგალიის შეხვედრაში დაფიქსირდა ერთი საინტერესო რეკორდი - ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს ყოფილა პოზიციურად იმხელა სხვაობა მოგებულ და წაგებულ ეროვნულ გუნდს შორის, რამდენიც საქართველოსა (74) და პირენეელებს (6) შორის იყო.
რაც შეეხებათ ლიდერებს, ხუთეული ასეთია - არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისის, ბრაზილია. აქვე დავამატებთ, "ჯვაროსნების" საუკეთესო შედეგი იყო 42-ე პოზიცია, 1998 წლის სექტემბერში, ყველაზე ცუდი კი 156-ე, 1994 წლის მარტში. სრული რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.














