მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, რომ კრიშტიანო რონალდუ კიდევ ერთ ისტორიას დაწერს და 1000 კარიერულ გოლს მიაღწევს.
Sky Sports-ის წინასწარი პროგნოზით, რონალდუ 1000 გოლიან ნიშნულს ზუსტად ერთ წელიწადში, 2026 წლის ოქტომბერში მიაღწევს.
სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია შორს გავა, რაც შესაბამისად მეტი თამაშის და მეტი გოლის გარანტია. ამასთანავე, რონალდუს ალ-ნასრთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ამჟამად პორტუგალიელ თავდამსხმელს 948 გოლი აქვს გატანილი (143 ეროვნული ნაკრებში და 805 კლუბში). 2025 წელს კრიშტიანუმ 32 გოლი გაიტანა. მას 1000 გოლის ნიშნულის მიღწევამდე 52 გოლი აკლია.











