"ეს იყო ტკბილი გამარჯვება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხეთის ნაკრები საქართველოსთან სექტემბერში ანგარიშით 1:4 დამარცხდა. ჯგუფში ერთადერთი წაგება "ბოჰემიელებმა" სწორედ "ჯვაროსნებთან" იგემეს. საერთო ჯამში კი 11 ქულა, 1-ელი პოზიცია და A დივიზიონში დამსახურებული დაბრუნება", - წერს ჩეხური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაასრულა მესამე ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ იქნება პლეიოფი, C დივიზიონის ერთ-ერთ მე-2 ადგილოსანთან. "თეთრ-წითლების" სავარაუდო მეტოქე ბულგარეთს, სლოვაკეთს, კოსოვოსა და სომხეთს შორის ერთ-ერთი იქნება.













