"პირველი შეხვედრა? მახსოვს იყო ძალიან ცუდი მინდორი იმდენად, რომ ფეხბურთის თამაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ვფიქრობ, თუ შევძლებთ საუკეთესო თვისებების წარმოჩენას, მოგებას შევძლებთ. რთული მატჩი გველის. ვაანალიზებთ იმას, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა უკრაინის ეროვნული გუნდის განაპირა მცველმა.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა ოთხი ტური, რის შემდეგაც პირველ ადგილზე შვიდი ქულით არის ჩეხეთის ნაკრები, შემდეგ ექვსი ქულით მოდიან ჩვენები და ალბანეთის ეროვნული გუნდი, ბოლოს ოთხი ქულით კი სლავები არიან.













