"F ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა პორტუგალია, რომელიც უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მეორე ადგილზე გავა თურქეთი, რომელსაც ასევე ძლიერი ეროვნული გუნდი ჰყავს. მე-3 პოზიციას დაიკავებს ჩეხეთი, ბოლო ადგილს კი საქართველო. რაც შეეხება 4 საუკეთესო 3-ადგილოსანს: შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა და სერბეთი.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავლენ გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი. ტურნირის სწორედ აღნიშნული ოთხეულიდან ერთ-ერთი მოიგებს", - განაცხადა მერსისაიდელთა ყოფილმა უკანახაზელმა.













