ანგარიში გახსნა ლაშა ოდიშარიამ, რომელმაც მასპინძლების კარი ეფექტური დარტყმით აიღო. მეორე გოლი კი გიორგი კვერნაძის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი შეასრულა ზუსტად.
"ჯვაროსნები" ექვსი ტურის შემდეგ აგროვებენ 13 ქულას და მეორე ადგილზე მკვიდრდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე 7/7 მოგებით ნიდერლანდთა ნაკრებია.
რამაზ სვანაძის გუნდის შემდეგი მოწინააღმდეგე ჯგუფის აუტსაიდერი, მოლდოვა იქნება. შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართება.













