2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება, ეროვნული ნაკრებები კი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზაში იმყოფებიან. LaGazzetta.ge-ზე ახალი რუბრიკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი და წამყვანი ნაკრებების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს გაგაცნობთ.
ამ სტატიაში ბელგიის ნაკრების სავარაუდო სასტარტო XI ფეხბურთელზე ვისაუბრებთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუდი გარსია 4-2-3-1 სათამაშო სქემის გამოყენებას გეგმავს და, არსებული ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაზეც თითქმის საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული.
ბელგია (4-2-3-1): ტიბო კურტუა, ტომა მუნიე/ტიმოთი კასტანი, ნათან ნგოი, არტურ ტეატი, მაქსიმ დე კუიპერი, ამადუ ონანა, იური ტილემანსი, ლეანდრო ტროსარი, კევინ დე ბრუინი, ჟერემი დოკუ, რომელუ ლუკაკუ/შარლე დე კეტელარე.











