ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, ბოლო ორი დღეა ცუდი ამინდებია, თუმცა ეს პრობლემა არ არის.
რაც შეეხება კვარაცხელიას, პსჟ-ს პირადად ვესაუბრე, მან ბოლო 2 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გამართლებული იყო. მისი საბოლოო ჯამში, მისი მომზადებითაც კმაყოფილი ვარ.
იქნება თუ არა კვარა ძირითადში? - თანამედროვე ფეხბურთში ტრავმების სენია. ზოგადად, შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ.
როგორც ფეხბურთის მოყვარული, იამალს მოედანზე მალე დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას ვსურუვებ. მირჩევნია მოედანზე იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები - ფეხბურთისთვის ასე უკეთესია.
ესპანეთს ბევრი ტრავირებული ჰყავს, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო, რადგან ერთ პოზიციაზე 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა სანიოლმა.











