23 წლის ფეხბურთელი ალბანეთთან შეხვედრაში ბოლო წუთებზე შეცვალეს, რა დროსაც ზურიკოს მოედანზე გადაადგილება უჭირდა. საბედნიეროდ დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მხოლოდ კუნთების დაჭიმულობა და გადაღლილობა აღენიშნებოდა. შესაბამისად, დავითაშვილი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად იქნება. მისი სენტ-ეტიენი 19 ოქტომბერს საკუთარ კედლებში ლანსს დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ტურში დავითაშვილმა ოსერს ჰეთ-თრიკი შეუსრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. "მწვანეები" 7 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-13 პოზიციას იკავებენ.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











