უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის პარალელურად, ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. 14 ოქტომბერს, B1 ჯგუფის აუტსაიდერი ესტუმრება "ჯვაროსნებს" და ჯგუფის მოგებაზე ფიქრის გასაგრძელებლად "არწივებს" მხოლოდ მოგება სჭირდებათ. მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა ბალკანელთა ვინგერმა, ნედიმ ბაირამიმ:
იმედი გვაქვს, რომ "ჯვაროსნებს" გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ", - განაცხადა ალბანელმა გარემარბმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები "შავ-წითლებს" მიიღებს 14 ოქტომბერს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.













