"კვარაცხელიას დასახასიათებლად სიტყვები საკმარისი არ არის. მან საქართველოს გაუჩინა იმედი და სიხარული მოუტანა. ის ბავშვებისთვის სამაგალითო მოთამაშეა. მიმიცია თუ არა ხვიჩასთვის რჩევა? - კი, პირველ რიგში ის, რომ ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს. მჯერა, რომ მას მსოფლიოს დაპყრობა შეუძლია.
ნაპოლის გარემარბი საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა გუნდი მასზე დამოკიდებული არ არის. მის გარდა, გამოსარჩევია მამარდაშვილი, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი და ზივზივაძე. რაც შეეხებათ ამომავალ ვარსკვლავებს, გამოვარჩევდი სიგუასა და მექვაბიშვილს", - განაცხადა "ჯვაროსნების" ლეგენდარულმა გამთამაშებელმა.













