E ჯგუფი
უკრაინა-ბელგია (20:00)
ჯგუფი, რომელშიც ოთხივე წევრს სამი ქულა აქვს. უკრაინა პირველ ტურში განადგურდა რუმინეთთან ანგარიშით 0:3, შემდეგ კი დრამატულ ბრძოლა დამარცხებული იქნა სლოვაკეთი, 2:1. ბურთების შეფარდების გათვალისწინებით, სერგეი რებროვის გუნდი ამ დროისთვის იკავებს ბოლო, მე-4 პოზიციას.
რაც შეეხება ბელგიას, სლოვაკეთთან მარცხით დაწყებული გზის შემდეგ, დომენიკო ტედესკოს შეგირდებმა დაამარცხეს რუმინეთი, 2:0. ცალკე აღნიშნვის ღირსია რომელუ ლუკაკუ, რომელსაც ვიდეო რეფერიმ ევრო 2024-ზე 3 ბურთი გაუუქმა. ამ წყვილში და ზოგადად ამ ჯგუფში არ არსებობს ფავორიტი, შანსები თანაბარია.
რუმინეთი-სლოვაკეთი (20:00)
რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო შეიძლება ითქვას, რომ სენსაციურად, უკრაინის განადგურებით. შემდეგ იყო მარცხი ბელგიასთან, თუმცა ბურთების საუკეთესო შეფარდების გათვალისწინებით, პირველ პოზიციაზე ამ დროისთვის სწორედ ედვარდ იორდენესკუს შეგირდები არიან.
სლოვაკეთმა თავის მხრივ სენსაციურად მოუგო ბელგიას, შემდეგ კი უკრაინისგან იგემა მარცხი. პლეიოფში გამსვლელი გუნდების შესახებ არ ღირს ჯერ საუბარი, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ქულები და შანსები ყველას თანაბრად აქვს. ყველა კითხვას პასუხი ბოლო ტურში გაეცემა.
F ჯგუფი
საქართველო-პორტუგალია (23:00)
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით უკვე დაწერა თავისი ისტორია, თუმცა ბრძოლა გრძელდება, ბოლო წუთამდე. პორტუგალია ექვსი ქულით უკვე გასულია და წაგების შემთხვევაშიც კი იგივე პოზიციაზე დარჩება. საქართველოს კი სჭირდება მხოლოდ მოგება, ფრეს შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით უკვე დაწერა თავისი ისტორია, თუმცა ბრძოლა გრძელდება, ბოლო წუთამდე. პორტუგალია ექვსი ქულით უკვე გასულია და წაგების შემთხვევაშიც კი იგივე პოზიციაზე დარჩება. საქართველოს კი სჭირდება მხოლოდ მოგება, ფრეს შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდება.
გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, "ჯვაროსნებს" გაუხდებათ ოთხი ქული, რაც მათ მესამეადგილოსანთა რეიტინგში მოწინავე ადგილზე აწევს. ორი ქულა კი მესამეადგილოსანთა ოთხეულში მოსახვედრად არ არის საკმარისი, რადგან ცხრილში უკვე არის 4 ნაკრები, რომელსაც ორ ქულაზე მეტი აქვს. იგივე მიზეზით პლეი-ოფში ვერც ხორვატია გავიდა.
ჩეხეთი-თურქეთი (23:00)
საქართელოს ნაკრების კონკურენტები, რომლებიც ასევე იბრძვიან პლეი-ოფში გასვლისთვის. ყველაზე კარგ მდგომარეობაში ამ დროისთვის არის თურქეთი, რომელიც 3 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ბოსფორელები ჩეხეთთან ფრეს თამაშის შემთხვევაში და საქართველოს მოგების შემთხვევაშიც კი მაინც იგივე პოზიციაზე დარჩებიან.
ჩეხეთი საქართელოს მსგავსს მდგომარეობაშია - ამ დროისთვის ერთი ქულა აქვს. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ მხოლოდ გამარჯვება, არავითარი ფრე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩეხეთი იქნება უფრო მოტივირებული, მაგრამ ცხადია, ფრეზე თამაშს არც თურქეთი აპირებს.











