კურიოზული სიტუაცია შეიქმნა ამ ნაკრებების გარეშემო - რუმინეთი ოთხი ქულით გავიდა პირველ ადგილზე, ნიდერლანდები კი ქულების იგივე რაოდენობით მესამეზე. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, E ჯგუფში ოთხივე გუნდს ჰქონდა სამი ქულა, შემდეგ კი ორივე მატჩში დაფიქსირდა ფრე, რის შედეგადაც 1/8 ფინალში რუმინეთი და ბელგია გავიდნენ.
რუმინეთს სხვებზე უკეთესი ბურთების ბალანსი ჰქონდათ. რაც შეეხებათ ნიდერლანდებს - გამარჯვება პოლონეთთან, ფრე საფრანგეთთან და მარცხი ავსტრიასთან, რომელმაც რონალდ კუმანის გუნდი მე-3 პოზიციამდე ჩამოაქვეითა. ნიდერლანდები 1/8 ფინალში 4 ქულით საქართველოსა და სლოვაკეთის მსგავსად გავიდნენ.
ურთიერთშეხვედრის მხრივ ნიდერლანდები გამოკვეთილი ფავორიტები არიან - 14 შეხვედრა, 10 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი რუმინეთისგან. ბოლო 3 მატჩი "ნარინჯისფერებმა" 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
სავარაუდო შემადგენლობა













