რა ვიცით ნიდერლანდელი მწვრთნელის შესახებ? სხვადასხვა დროს მას უმუშავია აიაქსში, ტვენტეში, გუადალახარაში, საბერძნეთის ნაკრებსა და კიდევ რამდენიმე გუნდში. საინტერესოა, რომ გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამში ყოფნის პერიოდში, მისი თავკაცი სწორედ "წითლების" ახალდანიშნული დამრიგებელი იყო.
ქართველმა თავდამსხმელმა ვერ მოახერხა 61 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით ათამაშება (4 შეხვედრა, 0 გოლი), რის შედეგადაც მას მოუწია "ებრაელთა" დატოვება და მეცში დაბრუნება. როგორც ვხედავთ, ლიონის ფორვარდს ერთ თვეში შეეძლება თავისი სათამაშო კლასის დემონსტრირება ვან'ტ სხიპის წინაშე.













