პაულო დიბალა ტრავმის გამო მარტის სანაკრებო პაუზასაც გამოტოვებს.
სერია ა-ს 29-ე ტურის შეხვედრაში, პაულო დიბალამ მძიმე დაზიანება მიიღო. კალიარისთან მატჩში, 31 წლის ფეხბურთელმა, მარცხენა ფეხის კუნთზე სერიოზული ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, არგენტინელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, დიბალას ოპერაციული ჩარევა დასჭირდება.
214984












