კვიპროსის ნაკრებში მუშაობის პერიოდში ბატონმა თემურმა გამოავლინა პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ სერიოზულობა და სიყვარული. მადლობა ქართველ სპეციალისტს ყველაფრისთვის, ვუსურვებთ მას წარმატებას", - აცხადებს კვიპროსელი ფუნქციონერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "თეთრ-ლურჯებში" მუშაობდა 2022 წლის ივნისიდან და ამ დროის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი მოიგო. განსაკუთრებით მძიმე "კუნძულელებისთვის" გამოდგა ევრო 2024-ის შესარჩევი, რომელშიც წააგეს 8/8 თამაში, მათ შორის 2 "ჯვაროსნებთან".













