იმის შემდეგ, კუნძულელები ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას 713 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. დიახ, მათ ანგარიშზე იყო ისრაელთან და სან მარინოსთან მოგებები, მაგრამ ეს ამხანაგური მატჩები იყო. ოფიციალურ თამაშებში კი "მტრედები" იყვნენ კრიზისში, განსაკუთრებით მძიმე იყო ევრო 2024-ის შესარჩევი, რომელშიც ამ გუნდმა 8/8 მატჩი წააგო.
ორი მარცხი ქეცბაიას გუნდმა საქართველოს ნაკრებთანაც დააფიქსირა. როგორც გვახსოვს, ამ გუნდების პირველი შეხვედრა დასრულდა 2:1, მეორე თამაშში კი "ჯვაროსნებმა" კვიპროსი 4:0 გაანადგურეს.













