"განვლილ ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ ფავორიტი საქართველოა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. რებროვმა გამოსავალი იპოვა. მან გაშიფრა სანიოლის ტაქტიკა, რითაც პირველ მატჩში "ჯვაროსნებს" თავისი თამაშის დემონსტრირების საშუალება არ მისცა.
იმ შემთხვევაში, თუ სერგეი დღესაც იმავე ტაქტიკით ითამაშებს, უკრაინა კიდევ ერთ მატჩში მოიპოვებს გამარჯვებას. მინდა, რომ ჩვენმა ნაკრებმა მოიგოს, მაგრამ მათი გუნდი არის ნამდვილი კერკეტი კაკალი და ბათუმში თამაში მარტივი არ იქნება", - განაცხადა აჭარული კლუბის ყოფილმა თავკაცმა.













