"მესი და რონალდუ მუდმივად ჩემპიონობაზე ფიქრობენ. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? - ის, რომელსაც უფრო მეტი ოქროს ბურთი აქვს. მათ შორის ერთ-ერთს აქვს 8 ჯილდო, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლეოსა და კრიშტიანუს შორის გარკვეული დისტანცია არსებობდა. ცხადია, პორტუგალიელი ფორვარდიც უდიდესი მოთამაშეა.
ორივე მათგანი კარიერის დასრულებასთან ახლოს არის. ერთი თამაშობს აშშ-ში, მეორე კი საუდის არაბეთში, თუმცა ამის მიუხედავად, საფეხბურთო სამყარო მაინც მათ შესახებ საუბრობს. მსგავსი რამ მხოლოდ მათ შეუძლიათ", - განაცხადა "არწივების" ვინგერმა.













