2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინამ ბოლივია 6-0 გაანადგურა — აღნიშნულ მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი და ორი ასისტი გაიფორმა და კომენტარი გააკეთა.
"მოედანზე არგენტინელი გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ და ასეთ გარემოში თამაში ძალიან სასიამოვნოა — ემოციური იმის მოსმენა თუ როგორ სკანდირებს მთელი სტადიონი ჩემს სახელს."
"ვიცი, რომ კარიერის ბოლოში ვარ გასული და ახლა ჩემთვის ყველა თამაში უფრო მეტად ემოციურია, ვიდრე ადრე. ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად თამაშის დროს თავს ისევ ბავშვად ვგრძნობ და სიამოვნებას ვიღებ ამ წუთებით."
"თავს კომფორტულად ვგრძნობ — თამაშს იქამდე გავაგრძელებ, სანამ ეს გრძნობა არ გამინელდება და გუნდისთვის დახმარება შემეძლება" — განაცხადა ლიონელ მესიმ.
212060212065













