მოგეხსენებათ, მამარდაშვილი ლივერპულიდან ვალენსიაში იჯარის წესით თამაშობს და მერსესაიდულ კლუბს მომავალ წელს შეუერთდება.
"როცა ლივერპულის ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, მათი პროექტით მოხიბლული დავრჩი და ამიტომ გადავწყვიტე ამ გუნდში გადასვლა.
ვიბრძოლებ, რომ ლივერპულის ძირითადის მეკარე ვიყო იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ამჟამინდელი მეკარე დარჩება", - განაცხადა მამარდაშვილმა.
აქტიურად იწერება, რომ ლივერპულის მეკარე ალისონი გუნდს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











